პროდუქტი:
ZWILLING ENFINIGY
წყლის მადუღარა (1.5 l)
ZWILLING ENFINIGY
Pro წყლის მადუღარა (1.5 l)
თარიღი: 23.03.2026
ZWILLING-ის ბრენდით წარმოებული ENFINIGY წყლის მადუღარების (1.5 ლ) და ENFINIGY Pro წყლის მადუღარების (1.5 ლ) მოდელების სახელური შესაძლოა მოეშვას ან მთლიანად მოტყდეს (წარმოების თარიღის, შეძენის თარიღის, პარტიის ან სერიული ნომრის მიუხედავად). ეს ეხება 1.5 ლ მოცულობის ყველა მადუღარას. ამან შეიძლება გამოიწვიოს ცხელი წყლის უკონტროლო გადმოღვრა. შესაბამისად, მომხმარებლებისთვის ან მახლობლად მყოფი პირებისთვის იქმნება თერმული დამწვრობის მიღების საფრთხე. ერთ შემთხვევაში უკვე დაფიქსირდა მეორე ხარისხის დამწვრობა.
როგორც მაღალი ხარისხის ბრენდი, ჩვენ, ZWILLING -ში სრულად ვართ ორიენტირებულები ჩვენი პროდუქციის უსაფრთხოებასა და მომხმარებელთა კმაყოფილებაზე. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება წყლის მადუღარების გამოთხოვის შესახებ. თქვენ, რა თქმა უნდა, დაგიბრუნდებათ გადახდილი თანხ
მნიშვნელოვანია: გთხოვთ დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ აღნიშნული მადუღარების გამოყენება და დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ
აღნიშნული მიზნით, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი არხებით:
• URL: zwillingkettlerecall.expertinquiry.com
• ელ. ფოსტა: kettle-recall@zwilling.com
• სერვისის ტელეფონი: +44 20 8834 9582
თქვენი მადუღარის იდენტიფიცირებისა და რეგისტრაციისთვის ყველა საჭირო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს გამოთხოვის ვებგვერდზე: zwillingkettlerecall.expertinquiry.com.
გთხოვთ, მიჰყვეთ იქ მოცემულ ინსტრუქციებს. ჩვენს სპეციალურ გამოთხოვის ვებგვერდზე წარმატებით რეგისტრაციის შემდეგ, თქვენ დაგიბრუნდებათ გადახდილი თანხა. იქვე იპოვით ინფორმაციას შემდგომი ნაბიჯების შესახებ. გთხოვთ, დარეგისტრირდეთ რაც შეიძლება მალე.
ვებგვერდზე თქვენი მოწყობილობის რეგისტრაციის შემდეგ, პირველ რიგში, მიიღებთ რეგისტრაციის მიღების დამადასტურებელ შეტყობინებას. ამის შემდეგ მოხდება თქვენი რეგისტრაციისა და მოწოდებული ინფომრაციის შემოწმდება. შემოწმების წარმატებით დასრულების შემდეგ, თანხის დაბრუნება, როგორც წესი, ხორციელდება სამი კვირის განმავლობაში. თუ შემოწმების პროცესში საჭირო გახდება დამატებითი დეტალების დაზუსტება, ჩვენ თავად დაგიკავშირდებით. ამ შემთხვევაში, მოთხოვნის დამუშავების დრო შესაძლოა შესაბამისად გახანგრძლივდეს.
გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს პროდუქციის გამოთხოვის ვებგვერდს და მიჰყვეთ იქ მოცემულ ინსტრუქციებს.
გთხოვთ, დაუყოვნებლივ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია ყველას, ვინც იყენებს ან შესაძლოა გამოიყენოს თქვენი წყლის მადუღარა. ასევე, გთხოვთ, გააცნოთ ეს შეტყობინება სხვა პირებსაც, განსაკუთრებით მათ, ვინც შესაძლოა ითხოვა, შეიძინა ან საჩუქრად მიიღო ENFINIGY წყლის მადუღარა (1.5 ლ) და ENFINIGY Pro წყლის მადუღარა (1.5 ლ).
ვწუხვართ შექმნილი დისკომფორტისთვის და გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ აღნიშნულს.
ZWILLING J.A. Henckels AG